შუამთობა – ტრადიციებისა და სიხარულის დღესასწაული ზემო აჭარაში

ზემო აჭარაში დღესასწაული – „შუამთობა 2025“ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, შუამთობა არის პატარა მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს საქართველო – ტრადიციების, ღირებულებებისა და სიყვარულის გადაცემის ადგილი.
„ეს მართლაც გამორჩეული და სახალხო დღესასწაულია, რომელსაც საუკუნეებია ინარჩუნებს ჩვენი უძვირფასესი ხალხი – ზემო აჭარლები“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მსგავსი დღესასწაულები მომავალ თაობას სწავლის, ფესვებთან კავშირის და ქართული ტრადიციების გაცნობის საუკეთესო გზაა.

„აქ ვხედავ უხუცესებთან ერთად ბევრ ახალგაზრდას – სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა ზემო აჭარას და სრულიად საქართველოს შუამთობა მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი დღესასწაულები უნდა შენარჩუნდეს და განვითარდეს, რათა მომავალ თაობას უკეთ ესმოდეს, “საიდან მოვდივართ და რას ნიშნავს ქართველობა”.

ღონისძიებას უამრავი ადგილობრივი მცხოვრები და სტუმარი ესწრებოდა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ შუამთობა არა მხოლოდ ტრადიციაა, არამედ დღესაც მოქმედი ცოცხალი კულტურული მეხსიერებაა, რომელიც ხალხს აერთიანებს.