შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებისა და მუქარის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ 1992 წელს დაბადებული მ.ნ. კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს და მისი ოჯახის წევრებს. აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ.-სთვის, რომელმაც გ.გ.-ს კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 187-ე მუხლებით, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.