შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონო გადაკვეთის 2 ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებული მ.ზ. და 1981 წელს დაბადებული დ.ბ. ჯგუფურად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, გვერდის ავლით სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading