სურსათის სააგენტომ არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ფუნქციონირებადი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
ინსპექტირებისას დადგინდა, რომ ფიზიკური პირი თვითნებურად კლავდა და წვავდა გოჭებს მოწყობილ ობიექტში. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა, პირი დაჯარიმდა, ხოლო საეჭვო წარმომავლობის ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.