შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1971 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ბრალი ედება ადამიანის შრომითი ექსპლუატაციაში.

გამოძიების თანახმად, მან ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.შ. გადაიბირა და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობით აიძულებდა, მტვირთავად ემუშავა ხილ-ბოსტნის მაღაზიაში, ან შემოსავალის გარეშე ეთხოვა მოწყალება ქუჩაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნ.გ.-ს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading