შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ და შემოსულ შეტყობინებებზე ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში, მაცხოვრებელი პირი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, ურთულეს რელიეფურ პირობებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მეხანძრე-მაშველები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ და სხვადასხვა სოფელში მოსახლეობას საკვებით, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებითა და მედიკამენტებით ამარაგებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading