შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შოთა გეწაძემ მონაწილეობა მიიღო ჟენევიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავია-მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში
რეგულარულ ავია-მიმოსვლას კვირაში ორჯერ განახორციელებს კომპანია easyJet.
ღონისძიება გაიმართა ჟენევის აეროპორტში @geneveaeroport, რომელსაც ესწრებოდნენ აეროპორტის გენერალური დირექტორი, ავიაკომპანია easyJet-ის დირექტორი (შვეიცარია) და სხვა საპატიო სტუმრები.