საქართველოს სახალხო დამცველი შეხვდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით ნოვრუზ-ბაირამს (გაზაფხულის ბუნიობას) აღნიშნავენ

ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების საუკუნოვან კეთილგანწყობილ ურთიერთობაზე, თანადგომაზე და ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის განვითარებაში საქართველოს მოქალქე ეთნიკური აზერბაიჯანელების წვლილზე ისაუბრა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით ნოვრუზ-ბაირამს (გაზაფხულის ბუნიობას) აღნიშნავენ, მომავალი დღესასწაული მიულოცა და უსურვა შეძლონ ყველა იმ სიკეთით სარგებლობა, რომელსაც ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ფიცარნაგი and ტექსტი გამოსახულება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading