ზურაბ აბაშიძე- დღეს თუ ქვეყანაში რამე კრიზისია, ეს არის ოპოზიციაში

,,საუბარი ქვეყანაში არსებულ ვითომდა კრიზისზე სხვა არაფერია, თუ არა პარალელური რეალობის შექმნის მცდელობა რადიკალური ოპოზიციისგან. დღეს თუ ქვეყანაში რამე კრიზისია ეს არის ოპოზიციაში.

მადლობას ვუხდი თბილისის მერს იმ განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი პროექტების გამო, რომელიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს პროექტები სახეზეა და ამას ყველა ხედავს. მათ კი ვისაც არ სურთ დანახვა, ვერაფერს ვუზამთ. დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაქსიმალურად დაცულია ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ეს შეუქცევადი პროცესია. დაპირისპირება კი იმიტომ ხდება, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ არ უნდათ დამოუკიდებელი, სუვერენული, ძლიერი და ეკონომიკურად მდგრადი საქართველო, მაგრამ ეს შეუქცევადი პროცესია და საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის მიზანს.

მინდა მივმართო ყველას, ვინც ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. დაახლოებით 9 თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ოპოზიცია ხომ აცხადებს, რომ თითქოსდა მათ თბილისში გაიმარჯვეს. მიიღონ მონაწილეობა და ვნახავთ როგორ გაიმარჯვებენ. ამ არჩევნებსაც ჩვენ მოვუგებთ, რადგან ჩვენს უკან უამრავი გაკეთებული საქმე დგას“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading