შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ხელშეწყობით, ქ. ჟენევაში გაიმართა ჟენევიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავია-მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება
სტუმრებს სიტყვით მიმართეს ელჩმა შოთა გეწაძემ, ჟენევის აეროპორტის დირექტორმა და შვეიცარიაში ავიაკომპანია easyJet-ის ხელმძღვანელმა, რის შემდეგაც სტუმრებს წარედგინათ საქართველოს შესახებ საინფორმაციო ვიდეოები, ასევე სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული სამზარეულო და ღვინოები.
საზეიმო მიღებაზე მოწვეულნი იყვნენ შვეიცარიაში მოქმედი 20-მდე ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა კორპორაციისა და შვეიცარიის ხელისუფლების ოფიციალური პირები.
აღსანიშნავია, რომ ჟენევა-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ავია-მიმოსვლას კვირაში ორჯერ განახორციელებს კომპანია easyJet.



