,,შეუძლებელია, წარმოიდგინო, რომ საფრანგეთის ელჩი გონს არ არის, რომელ ადამიანებს აფინანსებს, ეს ხომ რთული წარმოსადგენია?! შესაბამისად, გონსაა, ვისაც აფინანსებს და თუ გონს არის, ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ სულელები”-შალვა პაპუაშვილი

„კარგით, ჩვენ არ გვიჯერებენ, აშშ-მა არა თუ ამხილა, დეტალურად ცენტამდე დაადასტურა, თუ როგორ იხარჯებოდა მავნებლობაში უცხოური დაფინანსება. ახლა ეს ვინმეს უნდა ასე გაყიდოს, რომ ამერიკული ფული იყო ცუდი ფული და ფრანგული ფული კარგი ფულია?!სულ ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტობის ყველაზე მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ჩამოაცილეს საპრეზიდენტო რბოლას. მიუსაჯეს 5 წელი თავისუფლების აღკვეთა, დააჯარიმეს და ამ ქვეყნის ელჩი ფიქრობს, რომ მან ჩვენ პირადად უნდა გვასწავლოს დემოკრატია და პატივისცემა განსხვავებული აზრისა?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს ხომ ცინიზმია, როდესაც მთავარი კონკურენტი პრეზიდენტობის რბოლას ჩამოაცილეს სასამართლოს რაღაც მანიპულაციებით.

ფოტო, რაც დღეს ვიხილეთ – საფრანგეთის ელჩი და მის უკან „ნაცები“, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულის წევრი, ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ დეპუტატი იყო – ამ არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნები უარყო, გადაუარა ყველაფერს, მიაგდო მანდატი და გავიდა. გიორგი კანდელაკი – ადამიანი, რომელიც იმ მწამებელი სისტემის ერთ-ერთი შემქმნელი და იდეოლოგია, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო. რაც შეეხება ხვადაგიანს, ამ საგამოძიებო კომისიაზე რაც გვესმის – 2024 წელს რომ ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩაეწერება და აქამდე თუ ფარული „ნაცი“ იყო, ოფიციალურად „ნაცი“ გახდება, ხომ გასაგებია, ამ ადამიანის მორალური კომპასი რამდენად დაბალია.

საფრანგეთის ელჩს თუ ჰგონია, რომ ჩვენ სულელები ვართ ამ ქვეყანაში და წარმოდგენა აქვს, რომ რაიმე დეფექტი გვაქვს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს – სინამდვილეში ამას გვეუბნება. ხომ შეუძლებელია, წარმოიდგინო, რომ საფრანგეთის ელჩი გონს არ არის, რომელ ადამიანებს აფინანსებს, ეს ხომ რთული წარმოსადგენია?! შესაბამისად, გონსაა, ვისაც აფინანსებს და თუ გონს არის, ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ სულელები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading