ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონებში დელეგატების შერჩევის პროექტს იწყებს
საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო ქვეყნის მასშტაბით იწყებს პროექტს, რომლის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და შესაძლებლობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
📍 საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან თითო ახალგაზრდა დელეგატი შეირჩევა.
ვის შეუძლია მონაწილეობა:
- ასაკი 16–29 წელი
- აქტიური, მოტივირებული და კომუნიკაბელური
დელეგატის ამოცანები:
- ახალგაზრდული პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
- თანამშრომლობა ადგილობრივ ახალგაზრდებთან
- საინფორმაციო შეხვედრებისა და მცირე აქტივობების ორგანიზება
- სააგენტოსა და ახალგაზრდების შორის საკომუნიკაციო ხიდის შექმნა
დელეგატისთვის სარგებელი:
- სპეციალური ტრენინგი თბილისში
- ლიდერული და ციფრული უნარების განვითარება
- ჩართვა ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდულ ქსელში
- გამოცდილება კარიერული ზრდისთვის
- საუკეთესო დელეგატებს საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი ელოდებათ
📑 განაცხადების მიღება: 20 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით
🌐 რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია: https://forms.office.com/e/7imztg06zA?origin=lprLink