შემოსავლების სამსახურმა მამუკა ხაზარაძის ოჯახის ქონებასთან დაკავშირებით საგადასახადო მოკვლევა დაიწყო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დაწყებულია მოკვლევა მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სავარაუდო იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის.
👉 უწყების განმარტებით, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საკითხის ანალიზისას გამოიკვეთა საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების შესაძლო შემთხვევა.
🔎 როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და კანონით გათვალისწინებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები განხორციელდება, რათა სრული სურათი და სამართლებრივი შესაბამისობა დადგინდეს.
შემოსავლების სამსახური საზოგადოებას განუმარტავს, რომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს პროცესის გამჭვირვალობას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვას.
