შემოსავლების სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ არახამიამ და თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელმა, გიორგი მახარობლიშვილმა აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლეს, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფუად მამადოვი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სამუშაო შეხვდრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და საქონლის გაფორმების პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.




