შეკრება-მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შს მინისტრი დაადგენს

შეკრება-მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს ასეთ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.

ნებისმიერი სხვა პირისთვის აქციების დროს სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა აკრძალული იქნება.

ამ შინაარსით გადამუშავდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კანონის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, შეკრება-მანიფესტაციების დროს დემონსტრანტებისთვის მხოლოდ პიროტექნიკის ქონა იკრძალებოდა და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიც არის: – ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading