ანრი ჯოხაძის კონცერტი მარნეულში 24 ივლისს გაიმართება
24 ივლისს, 20:00 საათზე, ქალაქ მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან არსებულ სკვერში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, მაგდალენა ჯოხაძე, ბაბი კირკიტაძე, ანრის ბენდი, ასევე ადგილობრივი მუსიკოსი შაბან მამედოვი.
დასწრება თავისუფალია.
