„შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორთაჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის“ – ლევან მგალობლიშვილი

„აფხაზეთის მთავრობა ჩართულია ყველა საკითხში. შემთხვევის შედეგად დაზარალებული დროებით დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულ კოორდინაციაშია როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე თბილისის მერიასთან. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების გაწევა. ამ დროისთვის უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ყველა პირი კლინიკიდან გაწერილია, დარჩენილია მხოლოდ ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ისიც დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. რაც შეეხება ამ ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯებს, მას სრულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს“, –  ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading