შეავსე განაცხადი და ისწავლე ჟურნალისტიკა,სრულიად უფასოდ – ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“
ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ განაცხადების მიღება 13 ივლისს სრულდება. ინტენსიური და პრაქტიკული 4 თვიანი კურსი, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ნებისმიერი ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტს, ან კურსდამთავრებულს, აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლოს აღნიშნული პროფესია სრულიად უფასოდ, პროფესიონალი მენტორების დახმარებით.
კურსის ფარგლებში, მონაწილეები სპეციალურად მათთვის შექმნილ ნიუსრუმში დაეუფლებიან ახალი ამბების თხრობას, სატელევიზიო თუ რადიო სიუჟეტების და გადაცემების მომზადებას, ინტერვიუს ხელოვნებას, ვიდეოგადაღებას, მონტაჟს, ასევე სოციალურ მედია მარკეტინგს და შექმნიან მრავალფეროვან მედიაპორტფელს.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს – https://forms.gle/s7qSLtwQgWAAEuQx6
