მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლის ,,ჰაიდე” საპრემიერო ჩვენება კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დიდ დარბაზში

,,1 ივლისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დიდ დარბაზში, კულტურის ცენტრის სპექტაკლის ,,ჰაიდე” საპრემიერო ჩვენება გაიმართება.

პროექტის ავტორი-თამთა ტაბატაძე

დრამატურგია-ქეთევან სამხარაძე

რეჟისურა/მხატვრობა-ტატო გელიაშვილი

ქორეოგრაფია– თათა თავდიშვილი

მუსიკა– მიხეილ ზაქაიძე

მონაწილეობენ: მარინა ჯოხაძე; თათია თათარაშვილი; ზურა ხაფთანი; ლიზა ნიკვაშვილი; ნინი ნოზაძე; პაპუნა ირემაძე; ალექსანდრე შარაბიძე; მაკა სტეფანია; მარიამ ჭოხონელიძე; ნიკა გუგუნავა.

სპექტაკლი ხაზს უსვამს ქალების როლს საზოგადოებაში, მათ მნიშვნელობას, ძალასა და ყოველდღიურ ღვაწლს, რაც ხშირად დაუფასებელი რჩება. ქმნის სივრცეს, სადაც ქალების ხმა გაისმის მკაფიოდ და ძლიერად — როგორც პიროვნებების, ლიდერების, დედების, შემოქმედების და საზოგადოებრივი ცვლილებების მამოძრავებელი ძალის.”- ნათვამია მარნეულის მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თარიღი: 1 ივლისი, სამშაბათი, 20:00 სთ.

მისამართი-მარჯანიშვილის #8

მოსაწვევის მისაღებად დაგვიკავშირდით:+995 555 178 829

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading