შალვა პაპუაშვილი უნგრეთში მაღალი რანგის შეხვედრებს იწყებს

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და ორ სესიაზე სიტყვით გამოვა.

გარდა ამისა, დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები ევროპული ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციასთან კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading