სპორტის მინისტრი „დიდი ათის“ ფინალს დაესწრო
ქუთაისში „აია არენაზე” საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის „დიდი ათის” ფინალი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს „აია” და „ბათუმი” დაუპირისპირდნენ, საქართველოს ჩემპიონობა „ბათუმმა” იზეიმა.
„დიდი ათის” ფინალს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა ესწრებოდნენ. შალვა გოგოლაძემ ჩემპიონები მედლებით დააჯილდოვა.
ბათუმელებმა მასპინძლებს ანგარიშით 14:10 სძლიეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვეს. ფინალის საუკეთესო მოთამაშედ გამარჯვების მომტანი ლელოს ავტორი სერგი ჩხაიძე დასახელდა.




