ყურადღება – საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ყალბი შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს,როგორ დაიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან

საქართველოს საბანკო ასოციაციის იფორმაციით – დღეს დილიდან იგზავნება ყალბი შეტყობინებები ლეგიტიმური კომპანიის სახელით, სადაც კიბერთაღლითები მოგიწოდებენ ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მავნე ბმულზე გადასვლით:
როგორ უნდა მოიქცეთ ამ და მსგავსი შეტყობინების მიღებისას?
არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ შეტყობინებაში მოთავსებულ ბმულს, განსაკუთრებით კი თუ გამომგზავნი ითხოვს დაუყოვნებლივ მასზე გადასვლას
თუ თქვენ ელოდებით ამანათს ან გზავნილს, მისი მოწოდების სტატუსი შეამოწმეთ მომწდებელი ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან მის მობილურ აპლიკაციაში, რომლითაც თქვენ არაერთხელ გისარგებლიათ
თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ რომელიმე ანგარიშის დასახელება და პაროლი, უმალვე გამოცვალეთ ამ და სხვა ანგარიშზე ეს პაროლი და დააყენეთ ძლიერი პაროლი
თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ ბარათის მონაცემები, უმალვე დაბლოკეთ ეს ბარათი ინტერნეტ/მობილ ბანკიდან ან მომსახურე ბანკში დარეკვით. ეს ბარათი გააუქმეთ და აიღეთ ახალი
შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი ვირუსების/მავნე ფაილების არსებობაზე
დარწმუნდით, რომ ტელეფონზე ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსია გიყენიათ. თუ არა, დააყენეთ ბოლო განახლება.
გაფრთხილდით და სხვებიც გააფრთხილეთ