ყარაჯალარის მოსწავლეები ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოში!

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის საჯარო სკოლის VIIა, VIIდ და VIIIგ კლასების მოსწავლეები მოქალაქეობის მასწავლებელ აიტან გიზბასოვასთან ერთად ეწვივნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს,საკრებულოს.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა, გაეცნენ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებს და მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას. მათ კითხვები დაუსვეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს – თამარ ხაჩიძეს, მიიღეს ამომწურავი პასუხები და უკეთ გაიაზრეს საზოგადოებრივი ჩართულობის არსი.

ასეთი საგანმანათლებლო ვიზიტები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მათ აქტიურ, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading