სპორტის მინისტრმა ლეგენდარულ ქართველ ტრამპლინიდან მხტომელს, კობა წაქაძეს, 91 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ლეგენდარულ ქართველ თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელს – კობა წაქაძეს – 91 წლის იუბილე მიულოცა. მინისტრმა ვეტერან სპორტსმენს ქართული სათხილამურო სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხდა და მას ჯანმრთელობა უსურვა.

კობა წაქაძეს იუბილე მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძემაც მიულოცეს.

კობა წაქაძე ოთხი ოლიმპიადის მონაწილეა. მან ექვსჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა იზეიმა და სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი. ცნობილი სპორტსმენი საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონიცაა. კარიერის განმავლობაში მან 54 შეჯიბრებაში გაიმარჯვა. კობა წაქაძე სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading