ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა 130 მგზავრით ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში 2 სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით საინაუგურაციო ფრენას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი სალვატორე გაბრიელე იმპერიალე დაესწრნენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული კავშირები საქართველოსა და საფრანგეთს შორის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading