პატრიარქის სამძიმრის წერილი ალი ისაევის გარდაცვალების გამო
,,ვეუწყებით საზოგადოებას, რომ გარდაიცვალა ალი ისაევ-ავარსკი — დაღესტნელთა (ავარიელთა) გამორჩეული წარმომადგენელი, საქართველოს დიდი მეგობარი, რეჟისორი, მსახიობი და პოეტი.
ის არა მხოლოდ ნიჭიერი და მრავალმხრივი შემოქმედი იყო, არამედ მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან. უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო, მეგობრობდა ქართველ რეჟისორებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, ქართველის სიძეც გახდა და ხშირად სტუმრობდა საქართველოს საპატრიარქოს.
მთელი გულით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აფასებს ამ კეთილშობილი, უანგარო და ნიჭიერი პიროვნების ხსოვნას – როგორც საქართველოში, ისე დაღესტანში”. – წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.
