ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია-საქართველოს რკინიგზა
„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად აღმოიფხვრა და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია. ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ – მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული.
