საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა
მინისტრმა მუნიციპალიტეტებში განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები და არსებული გამოწვევები.
კახაბერ გულედანმა ხაზი გაუსვა რეგიონებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ.
შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და შესაბამისი ზედამხედველობის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




