ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
დასრულდა ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს მიწის საექსკავაციო პროცესი.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3000 მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს.
პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი” ახორციელებს. რისი დასრულების შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება საქართველოში პირველი აეროპორტი, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
