ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა, რათა 2025 წლის ინფრასტრუქტურული, სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები შეაჯამოს. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი შედეგები და მომავალი, 2026 წლის სამოქმედო გეგმები.
სტრატეგიულ მიზნებზე საუბრის პარალელურად, რწმუნებულმა თითოეულ მერს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნიკა კობახიძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები.