ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა და მას რწმუნებულთან ერთად მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, შალომ კლუბ „ქვემო ქართლის” და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტი „ევფრატის საგანმანათლებლო პროექტის“ ფარგლებში შედგა. აღნიშნული პროექტი მაშავის პროგრამის მხარდაჭერით და შალომ კლუბ „ქვემო ქართლის” ორგანიზებით, მარნეულსა და რუსთავში ხორციელდება, რომლის ფარგლებში 3 თვის მანძილზე, რუსთავსა და მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები შეძლებენ სრულიად უფასოდ, შეისწავლონ ქართული და ინგლისური ენები ასევე, დაეუფლებიან მომავალ დამსაქმებლებთან გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ელჩმა შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთანაც გამართა, სადაც ისაუბრეს მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ახალგაზრდების როლზე, საგანმანათლებლო პროგრამებსა და ამ მიმართულებით, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

ვიზიტის დასასრულს, ისრაელის ელჩმა საქართველოში, სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმირის „გადაჭრილი გორა“ დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო კულტურულ-ისტორიული ძეგლის ტურისტულ პოტენციალს.

ქვემო ქართლის მხარე

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading