მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა
საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველად 8 საკითხი იყო წარმოდგენილი.
დეპუტატებმა რვავე საკითხის განხილვას, მათ შორის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 დეკემბრის №32 დადგენილებში ცვლილების შეტანას, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა უწყვეტი სწავლების 2025 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცებას და მოქალაქეთა დახმარების საკითხს სოციალური მიმართულებით კენჭი დადებითად უყარეს.
2025 წლის 20 თებერვლის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილე რიჩარდ გიგანი, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Marneuli Municipality City Hall ავრცელებს.
.




