ქვემო ქართლში ვაშლის, ატმის, ვაშლატამას, კაკლოვნების და სხვა პროდუქციის წარმოების დიდი პოტენციალია
ამ პოტენციალის გამოყენების მიზნით, სახელმწიფომ ქვემო ქართლის რეგიონში ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება 4600 ჰექტარზე მეტ ფართობზე 30 მლნ ლარზე მეტით დააფინანსა.
შედეგად, ქართული ვაშლი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის უმეტეს ნაწილს აკმაყოფილებს და ექსპორტზეც აქტიურად გადის. ბოლო ათი თვის განმავლობაში, საქართველოდან ექსპორტზე 18.0 ათასი ტონა ვაშლი გავიდა, რომლის ღირებულებამაც 11.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
