ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდულ სპორტულ აქტივობებს დაესწრო

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია თავისუფალ ჭიდაობაში, ძიუდოში, კრივსა და შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) გამართულ მასშტაბურ მასტერკლასებს ადგილზე გაეცნო. სპორტულ ღონისძიებებში, რომლებიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, ჯამში 500-ზე მეტმა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.

მასტერკლასები ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა და მსოფლიო ჩემპიონმა ავთანდილ კენჭაძემ ჩაატარეს. სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია მოზარდებში სპორტული სულისკვეთების გაძლიერებისა და ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენისთვის.

ილია ჯალაღანიამ მადლობა გადაუხადა მწვრთნელებსა და ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ რეგიონში სპორტის განვითარება და ახალგაზრდების მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading