თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის ორი მოქალაქე დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე ორი პირი სხვადასხვა დროს დააკავეს.

დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.რ. და 1987 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მ.ყ. სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading