ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ბოლნისის ღვინის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ინიციატივითა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით გამოცემაზე მუშაობა 2024 წელს დაიწყო. გზამკვლევი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბოლნისის მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია, ღვინის დაყენების უნიკალური ტექნოლოგია ძველ გერმანულ დასახლებაში. გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბოლნისს, როგორც დაცული ადგილწარმოშობის დასახელების მქონე რეგიონს და მის მნიშვნელობას ქართულ მეღვინეობაში. ღვინის გზამკვლევში ბოლნისი თავის უნიკალურ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებთან ერთად წარმოჩენილია, როგორც ოქროსფერი ღვინისა და გასტრონომიის ქალაქი.

ბოლნისის ღვინის გზამკვლევი მომზადდა N Line Media-ს მიერ, რომელიც ყველაზე პოპულარული ღვინის ჟურნალის Homeland of Wine-ის გამომცემელია. გზამკვლევს თან ახლავს ბოლნისის ღვინის რუკა, რომელზეც 32 ბოლნისური მარანია დატანილი.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, კომპანია ,,არემჯის“, ღვინის სფეროს, ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, მეღვინეები, სომელიეები და ღვინის მოყვარულები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading