„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი გაიმართა

ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თეთრიწყაროს საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექცია-სემინარი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ქრისტიანობის ისტორიული მნიშვნელობა და მისი როლი ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის განვითარებაში. მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე, ეროვნულ ფასეულობებსა და ეკლესიის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.


ლექცია-სემინარს ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ისახავს.
