ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ღია დიალოგის“ ფორმატში გასვლითშეხვედრებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით იწყებს.

ინიციატივის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი სვანიძე ქალაქ ბოლნისში, გეოლოგების დასახლებაში, მოსახლეობას ოლქის
მაჟორიტარ თეიმურაზ ჯოხაძესა და საკრებულოს წევრებთან ერთად შეხვდა.

აღნიშნული ფორმატით შეხვედრები დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება
მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში.

შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოისმინეს
მოსახლეობის საჭიროებები, გამოწვევები და წინადადებები, ასევე იმსჯელეს
დასახლებაში არსებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაცია, მათი
საჭიროებებისა და მოსაზრებების ადგილზე მოსმენა და იმ საკითხებზე მუშაობა, რაც
თითოეული დასახლებისთვის მნიშვნელოვანია.”-აღნიშნა გიორგი სვანიძემ

ინიციატივის მიზნად ისახავს გამჭვირვალე მმართველობის გაძლიერებას და
მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის
უზრუნველყოფას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე, სოციალურ საკითხთა კომისიის
თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა
წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading