ქართული თხილის ექსპორტი 25%-ით გაიზარდა – ძირითადი ბაზარი ევროკავშირია
2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 18,2 ათასი ტონა თხილი, რომლის საერთო ღირებულებამ 119,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
📈 ზრდა წინა წელთან შედარებით:
- ექსპორტის მოცულობა – 25%-ით (3,6 ათასი ტონით)
- საექსპორტო ღირებულება – 45%-ით (36,9 მილიონი დოლარით)
💰 საშუალო ფასი:
1 კგ თხილი საშუალოდ 6,59 აშშ დოლარად გავიდა, რაც 16%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
🌍 სად გადის ქართული თხილი:
- ძირითადი ბაზარი – ევროკავშირის ქვეყნები: იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სხვ.
- ასევე ექსპორტი განხორციელდა: სომხეთში, ისრაელში, თურქეთში, ჩინეთში, მაროკოში, რუსეთსა და ალჟირში.