„ლელო საქართველოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები მოიხსნა – ჯარიმა გადაიხადეს

„ლელო საქართველოს“ მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა სრულად გადაიხადა, რის შედეგადაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმისწარმოება დაასრულა და პარტიის ანგარიშებზე არსებული შეზღუდვები გააუქმა.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განმარტა, რომ უწყება მოქმედებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ყველა პროცესი ხორციელდება სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით.

ბიუროს განცხადებით, სააღსრულებო საქმეები მიმდინარეობს საბაზისო წესების თანახმად როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ისე იმ შემთხვევებში, როცა მოვალე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო უწყება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading