,,ქართველ ხელოვანთა რიგებს გამოაკლდა კიდევ ერთი უდიდესი მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი და თბილისის საპატიო მოქალაქე ზურაბ წერეთელი”- კახა კალაძე
,,მისი ნამუშევრები წარმოდგენილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში, რომლითაც ავტორმა ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს გააცნო და ქართულ კულტურაზე წარუშლელი კვალი დატოვა.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს, თუმცა ხელოვნება არ კვდება, იგი მარადიულია!”- წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.