სარაკეტო თავდასხმების გამო, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

10 მაისს ღაზას სექტორიდან, ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 45 რაკეტა ისროლა, აქედან მინიმუმ 7 – იერუსალიმის მიმართულებით. რაკეტებმა იერუსალიმთან ახლოს ჩაიფრინეს და ქალაქის განგაშის სიგნალი ჩაირთო. პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასმა წითელი ხაზი გადაკვეთა და ისრაელი მთელი ძალით გასცემს მათ პასუხს.

“ტერორისტებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს, როდესაც იერუსალიმის მიდამოებში დაგვესხნენ თავს. ისრაელის პასუხი ძალიან ძლიერი იქნება. ჩვენ არ მოვითმენთ თავდასხმას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს დედაქალაქზე, ჩვენს მოქალაქეებსა და ჯარისკაცებზე”. – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ უკვე გახსნეს საპასუხო ცეცხლი.

ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

——————————-

„არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია და შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

შეგახსენებთ იმ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც აუცილებელია/რეკომენირებულია სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში:

• „წითელი განგაშის“ სირენის ჩართვის შემდეგ – დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი. იცოდეთ თქვენთვის უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა.

შენობაში ყოფნისას – უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;

შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.

ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.

• თვალყური ადევნეთ ადგილობრივ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებგვერდზე (შესაძლებელია ისრაელში არსებულ მოწყობილობებზე)

• უსაფრთხოების შესახებ განახლებული/განსხვავებული უახლესი ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს ვებ და ფეისბუქ გვერდებს.

• ყურადღებით იყავით თქვენს გარშემო.

• მოერიდეთ ყველა დემონსტრაციას და დიდ შეკრებებს.

• მოერიდეთ ყველა იმ ადგილს, სადაც პოლიციის დიდი რაოდენობაა.

• დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე:
+972 526 919092; ცხელი ზახი 24/7
+972 3 609 3206
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას”, – წერს საელჩო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading