ქართველი პარაძიუდოისტი ბაჩუკი შელია თბილისში მიმდინარე „მსოფლიოს თასის“ ბრინჯაოს პრიზიორია

„თბილისი არენაზე“ პარაძიუდოში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. ქართველმა პარაძიუდოისტმა ბაჩუკი შელიამ (-81 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ ტურნირზე საქართველოსთვის ეს მეოთხე მედალია. -70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა და გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ზურაბ ზურაბიანი ვიცე-ჩემპიონი გახდა. ასევე ჩემპიონობა იზეიმა საბა ბაღდავაძემაც (-81 კგ).

ტურნირში მონაწილეობს 25 ქვეყნის 250-ამდე წარმომადგენელი, მათ შორის – მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები.

ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading