ქალაქ ბოლნისში სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით ბოლნისში ადგილობრივი მოსახლეობისათვის სკრინინგის აქცია გაიმართა. სკრინინგის ძირითადი მიმართულებები საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგს, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს, არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის კონტროლს, გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასებასა და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) გამოვლენას მოიცავდა. აქციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებისა და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ვლადიმერ გეთია და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. სკრინინგის აქციის მიზანი სხვადასხვა დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading