ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  უაქციზო ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად,  6 717  კოლოფი  უაქციზო სიგარეტისა და 60 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელის  მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.  

აღნიშნული ფაქტების შესახებ საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის  ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading