ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს გასული და მიმდინარე წლების ეკონომიკური ვითარება, 2025 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამა.

მხარეებმა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამუშაო მისიას წარმატებები უსურვეს.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი, ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი შოთა გუნია.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading