ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრები, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი და თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელისაშვილი ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს შეხვდნენ, სადაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასული წლის ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა. მისი თქმით, ერთ-ერთი მიმართულება, რომელმაც მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა, საგარეო სექტორი იყო.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გასულ წელს საგარეო ვაჭრობა გაიზარდა 8.3%-ით და 23 მილიარდ 484 მილიონ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც ექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 6 მილიარდ 400 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 16 მილიარდ 924 მილიონი დოლარი იყო.

როგორც შეხვედრაზე გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, გასულ წელს საქართველოს დაახლოებით 6 მილიონ 400 ათასი ვიზიტორი ეწვია. გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი და 4 მილიარდ 425 მილიონი დოლარი შეადგინა.

პოლიტიკური ჯგუფის წევრის ნიკა ელისაშვილის კითხვაზე, იგეგმება თუ არა მომავალი წლიდან საჯარო სამსახურებში ხელფასების 10%-იანი ზრდა, როგორც ეს წინა წლებში მოხდა, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტრო მუშაობას განაგრძობს და დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ინჯიამ განაცხადა, სახელმწიფოსთვის სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება უმთავრესი ფაქტორია და არსებული მაჩვენებლები პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა სწორად ვითარდება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading