ფესტივალი „საბაობა 2025“

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია 28 ივნისს სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში, გიწვევთ ფესტივალზე „საბაობა 2025“

დიდი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 367 წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბაობა 2025“ აღინიშნება.

ინფორმაციის თანახმად– წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, 2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ მოსწავლეებს დაჯილდოებს.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ბავშვთა და მოზარდთა თეატრ-სტუდიის თეატრალურ წარმოდგენას, ასევე, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების შემოქმედებითი ჯგუფების გამოსვლებს. ფესტივალის ფარგლებში, აგრეთვე, მოეწყობა ადგილობრივი ნაწარმისა და რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

,,ფესტივალის მხარდამჭერია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ორგანიზატორი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.

პროექტის პარტნიორია ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ხოლო ავტორი – ლაშა ნოზაძე.

დასწრება თავისუფალია!”-ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს .

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading