მარნეულელი საბა ცარციძე U17 საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს

16 წლის მარნეულელი, საბა ცარციძე, სპორტით აქტიურად ბავშვობიდანაა დაკავებული. ფეხბურთის თამაში მან 6 წლის ასაკში დაიწყო – თავდაპირველად ალგეთის გუნდში, შემდეგ კი კარიერა „იბერია 1999“-ში განაგრძო.

დღეს საბა „ფოთის კოლხეთის“ ღირსებას იცავს და უკვე U17 საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. ნაკრები ქალაქ რუსთავში შეკრებას გადის და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

ახალგაზრდა სპორცმენი მისი საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვან ეტაპზეა და მომავალში მას ქართულ ფეხბურთში დიდი წარმატებები ელის. ⚽

👉 Regionnews წარმატებასა და სპორტულ გამარჯვებებს უსურვებს ახალგაზრდა ფეხბურთელს!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading