უკრაინა მოსკოვზე საკუთარი წარმოების რაკეტებით დარტყმისთვის ემზადება – The Telegraph
The Telegraph-ის ცნობით, უკრაინა მოსკოვზე საკუთარი წარმოების რაკეტებით დარტყმისთვის ემზადება. საუბარია Trembita-ს ტიპის რაკეტებზე.
რაკეტა Trembita-ს შეუძლია 18 კგ ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა 144 კმ-მდე მანძილზე. ამ რაკეტის შემქმნელი ამჟამად მუშაობს უფრო მძლავრ ვერსიაზე, რომელსაც შეუძლია დაფაროს 650 კმ და გარანტირებულად მიაღწიოს მოსკოვს.
უკრაინას შეუძლია ათასობით Trembita-ს ტიპის რაკეტის წარმოება საგარეო საბიუჯეტო დახმარების გარეშეც, რადგან ერთეულის ღირებულება სულ რაღაც 10 000 დოლარია.